შპს „სენაკის ბავშვთა საავადმყოფო“-ს მისიას წარმოადგენს შესთავაზოს
დაინტერესებულ მხარეებს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, რომელიც
დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს და მოლოდინებს, ასევე
უზრუნველყოს ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მიზნების და ამოცანების
განხორციელება, დაგეგმვა, შემოწმება და მუდმივი გაუმჯობესება.
კლინიკის ხედვაა მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნების გზით
მოიპოვოს მომხმარებლის ნდობა და ლოიალურობა.
იყოს პაციენტთა და მათი ოჯახების ურყევი მოკავშირე, ყველაზე სანდო,
ემპათიური და მზრუნველი კლინიკა, რომელთან თანამშრომლობაც სამედიცინო
დახმარებას სცილდება.
იყოს სანდო და სასურველი პარტნიორი ფარმაცევტული, საკონტრაქტო და
სადაზღვევო ორგანიზაციებისთვის. საერთაშორისო სტანდარტებისა და
ინოვაციური მიდგომებისადმი ერთგულებით შეძლოს წინსვლა და პაციენტის
მკურნალობის შედეგების გაუმჯობესება.
იყოს საუკეთესო დამსაქმებელი. ჩვენს კლინიკაში დასაქმება უნდა ნიშნავდეს
პროფესიულ წინსვლას, კეთილდღეობის მუდმივ გაუმჯობესებას,
სტაბილურობასა და მნიშვნელოვანი საქმის ღირსეულად კეთებას.